პროექტები და ღონისძიებები

პროექტი
 1. პროექტის სახელწოდება: ეკოლოგიური მდგომარეობა დედაქალაქში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცვნენ დედაქალაქის ადგილმდებარეობას, გაეცვნენ ეკოლოგიურ სტატისტიკას გასულ წლებთან დაკავშირებით მოისმინონ ხალხის აზრი და დაისახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
 3. პროექტის აქტუალობა:
 • პროექტი მოიცავს საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისათვის სასიცოცხლო საკითხს.
• მოსწავლეები შეიძენენ ანალიზის, კვლევა-ძიების, სინთეზის უნარ-ჩვევებს.
 4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ეკოლოგიური პრობლემის განსაზღვრა და მათი გადაჭრის გზები
. Iუცხ.საბ.12 ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.
 Iუცხ.საბ.10.ზეპირი და წერითი კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება, მათ გადასალ ახად სამოქმედო გეგმის შედგენა (სწავლის პროცესის მართვა - მეტაკოგნიტური სტრატეგია).
 5. მოსწავლეთა ასაკი: მეცხრე კლასი 13-15 წელი
6. ვადები/ხანძლიობა: 2 თვე აპრილი-მაისი 2019 წელი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს სადაც ასახული იქნება პრობლემა და სევე დასახული იქნება პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე შექმნიან გაზეთს და გაუკეთებენ პრეზენტაციას. შექმნიან ბლოგს სადაც ასახული იქნება როგორც ვიზუალური მასალა, მოძიებული ინფორმაცია, ასევე მოკლე ინტერვიუები.
 8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მინი ავტობუსი, მძღოლი, გიდი, დიქტოფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი კალამი, ფურცელი.
 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გაეცნობიან დედაქალაქის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ინტერნეტის საშუალებით ასევე კონსულტაციას გაივლიან გეოგრაფიის მასწავლებელთან. დაგეგმავენ მინი ექსკურსიას დედაქალაქში გაეცნობიან ეკოლოგიურ საკითხებს და მოიძიებენ გარემოს დაბინძურების მიზეზებს. ექსკურსიის მსვლელობისას გააკეთებენ მოკლე ჩანაწერებს ქალაქის ვიზუალთან დაკავშირებით. განსაზღვრავენ ფლორისა და ფაუნის წილს დედაქალაქში. ჩაატარებენ გამოკითხვას მოსახლეობასთან და ჩაწერენ მოკლე ინტერვიუებს. გაიგებენ მოსახლეობის მოსაზრებას და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს. გაეცნობიან ეკოლოგიურ სტატისტიკას წლების მიხედვით ინტერნეტის საშუალებით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია-გაივლიან მოკლე კონსულტაციას მასწავლებელტან დედაქალაქის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ისტ-მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით,შექმნიან ბლოგს და ატვირთავენ მოპოვებულ მასალას.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაკა ახალკაცი
 12. ხელძღვანელის ელ.ფოსტა: kunkula123@gmail.com
13.პროექტის ბლოგი: makaaxalkaci.blogspot.com

No comments:

Post a Comment